პირველი ხილვა,ფინეთში საკრუიზო გემზე მქონდა და ეს მეორედ მოსვლის სცენა იყო, ამის შესახებ, პატრიარქსაც უამბე 18;31;07 ამბობს მომღერალი ეკა კვალიაშვილი ,, ჯორჯიან თაიმსის’’ რადიოეთერში მამა პეტრე კოლხის გადაცემაში ,,ფიქრები’’
,,ყველა ჩემს ხილვას პატრიარქს ვუამბობ, მან იცის, რომ მე არ ვიტყუები არასდროს, მქონდა ხილვა იმისა რომ მეორედ მოსვლა იქნება, მოდიოდა იესო მრევლთან ერთად წიგნი გადმომიგდო,მაშინ ვერც მივხვდი რა იყო ეს ანგელოზმა სასუფეველიც მაჩვენა, ნისლით დაფარული ადგილი და ამიხსნა, რომ ადამიანებს არაფრის უნდა ეშინოდეთ, მთავარია ღმერთის ნებას დაჰყვნენ 18;32;27 ამაღლდეს სიხარბეზე, შიშზე ,იცხოვროს მხოლოდ სიყვარულით და რწმენით. - ამბობს მომღერალი
მისი თქმით, ჩვენ მეორედ მოსვლის სიტუაცია უკვე გვაქვს,ისე როგორც სახარებაშია ნათქვამი,ადამიანები ერთი ცნობიერებიდან მეორეში გადადიან, გამოდიან გაორების ეტაპიდან და ის ქაოსი, რომელიც დღეს მსოფლიოში სუფევს სწორედ განწმენდას, ყველაფერ ცუდზე ამაღლებას უწყობს ხელს.
,, ადამიანები თუ რწმენით, სიკეთით ვიცხოვრებთ, გვექნება თავისუფალი ნება ამ გარდამავალ პერიოდს მარტივად გადავლახავთ’’ - ამბობს მომღერალი
კითხვაზე სურს თუ არა მომღერალ ეკა კვალიაშვილს გახდეს ექსტრასენსი ან აღიკვეცოს მონაზვნად, პასუხი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია
,, მე არ ვარ ექსტრასენსი, მე კარგი მომღერალი ვარ, უბრალოდ მენდო ზეციური სამყარო და მადლობა ამისათვის, ვერც მონაზვნობას შევძლებ რადგან არ ვარ მზად ამისთვის’’ - აღნიშნა მომღერალმა
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge