დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ფილმის მთავარი პერსონაჟების ჯვრისწერის სცენა, რომელიც საბჭოთა კინოცენზურას შეეწირა 10.01.2021 17:57

მარგარეტ ბოჭორიშვილის პოსტი:

 

 

ბათუ კრავეიშვილი და მედეა ჯაფარიძე, უკან ედიშერ მაღალაშვილი. 1948 წელი. კოტე ჯვარს იწერსო!.. ფოტოზე ფილმის მთავარი პერსონაჟების ჯვრისწერის სცენაა ასახული, რომელიც საბჭოთა კინოცენზურას შეეწირა. არადა, ფილმში მთავარი გმირების სიყვარულის გადარჩენაში სწორედ ჯვრისწერა თამაშობს გადამწყვეტ როლს, მაგრამ ამ კადრებს მაყურებლის თვალის შევლება არ ეღირსა. კომუნისტებმა სხვა ფრაგმენტებთან ერთად მთლიანად ამოჭრეს ეკლესიაში გადაღებული ცერემონიალი. ეტყობა, საბჭოთა ცენზორებს არ სურდათ საზოგადოებისთვის ჯვრისწერის «საზიანო» მაგალითი მიეცათ. მიაჩნდათ, რომ მაყურებელი მიბაძავდა კინოგმირებს და როგორც სატრფოს სარკმელთან სიმღერასა და აივანზე გადაძრომას, ეკლესიაში დაქორწინების «მავნე» ჩვევასაც გადაიღებდა. იმ დროისთვის ხომ ქალთა უმრავლესობა ისედაც ცდილობდა ულამაზეს მედეა ჯაფარიძეს დამსგავსებოდა, მამაკაცები კი ბათუ კრავეიშვილივით რომანსებად იღვრებოდნენ სატრფოების აივნებთან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ