დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

გიორგი კალანდია - მეც მგონია, რომ ეს ჩვენი პატარა კახია, თქვენ რას ფიქრობთ, ერეკლეა თუ სხვა ვინმე? 06.02.2021 22:13

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში მეფე ერეკლე მეორის სავარაუდო პორტრეტს აქვეყნებს და ქართველ მეცნიერებსა და ხელოვნებათმცოდნეებს კითხვით მიმართავს:

 

 

ესეც ერთი კარგი და მშვენიერი ამბავი. გოტინგენის უნივერსიტეტის კოლექციის თვალიერებისას ამ "უცნაურ" ნამუშევარს მივაგენი. წერია, რომ ეს არის იაკობ რაინეგსის ნახატი, მინაწერების მიხედვით ის 1745-1785 წლებს შორისაა შექმნილი. ახლა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რაინეგსი 1778-1781 წლებში საქართველოში ერეკლე მეორის კარზე იმყოფებოდა, თუ გავითვალისწინებთ გამოსახული პირის გარეგნობასაც და ჩაცმულობის თავისებურებებსაც, ადვილი მისახვედრია, ვინ უნდა იყოს აქ დახატული:-) დიახ, დიახ, მეც მგონია, რომ ეს ჩვენი პატარა კახია. რაღაცნაირია აქ, უშუალო, გრძელი ყალიონით, სავარძელში თავისუფლად მჯდომი, ფეხი-ფეხზე გადადებული, თავისი ცნობილი ქუდით და ხალათით, ალბათ ასეთ პრივატულ გარემოში ხვდებოდა და ესაუბრებოდა გერმანელ მეცნიერს. ნახატი ცოტა შელახულია, სახეზე ლაქა აქვს, თუმცა მაინც განსაკუთრებული და ძვირფასი შენაძენი მგონია ჩვენი ქვეყნის ვიზუალური მეხსიერებისთვის! თქვენ რას ფიქრობთ Jaba Samushia, Ketevan Asatiani, Kakha Kvashilava, Alexander Mikaberidze, ერეკლეა თუ სხვა ვინმე.

 

„მეც უცებ ერეკლეს მივასგავსე. ძალიან დიდია მსგავსება. მაგრამ ყალიონის მოწევამ ცოტა დამაფიქრა. სხვა მეფეებზე წერია, რომ ყალიონს ეწეოდნენ, მაგრამ ერეკლეზე ასეთი რამ არ შემხვედრია. თუმცა, მაინც ერეკლესკენ ვიხრები“, წერს პროფესორი კახა კვაშილავა. 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ