დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

თბილისის საკრებულოში წიგნის „მედიცინა ძველ თბილისში“ პრეზენტაცია გაიმართა 31.03.2021 11:58

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში წიგნისმედიცინა ძველ თბილისშიპრეზენტაცია გაიმართაღონისძიება, რომელსაც საკრებულოს წევრები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ,  საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით მოეწყო. ღონისძიების დასაწყისში  მონაწილეებმა კორონავირუსით დაღუპული ადამიანების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. პრეზენტაცია საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა.


თანამედროვე მედიცინის განვითარებისთვის მედიცინის ისტორიის შესწავლას, წარსულის ცოდნისა და  გამოცდილების გათვალისწინებას,  ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ამ გამოცემაში  წარმოდგენილი მასალები მნიშვნელოვან რესურსად იქცევა პროფესიული წრეებისთვის და საინტერესო იქნება საქართველოს მედიცინის ისტორიით დაინტერესებული საზოგადოებისთვის“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.  


მისასალმებელი სიტყვით  სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მიმართა, ქართველ მედიკოსებს პანდემიასთან  დაუღალავი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნული გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა,  ჩვენთვის ძვირფასი ექიმების მიმართ პატივისცემა და მადლიერება გამოგვეხატა. მადლობა მათ პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომისთვის, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ასევე, მადლობას ვუხდი წიგნის ავტორს, ანა ბაქანიძეს, რომელმაც გვაჩვენა, როგორი იყომედიცინა ძველ თბილისში“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.  


ღონისძიებაზე, წიგნისმედიცინა ძველ თბილისშიგამოცემის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს   საკრებულოს  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა, პროფესორმა ირაკლი ფავლენიშვილმა.


წიგნის შექმნა და გამოცემა დედაქალაქის მიერ გამოცხადებული კონკურსისშემოქმედებითი თბილისიფარგლებში დაფინანსდა. წიგნი ფილოლოგის, მედიის კვლევარისა და ჟურნალისტის ანა ბაქანიძის მიერ არის შედგენილი და  აღნიშნული პერიოდის სტატიებს გამოცემებიდანდროებადაივერიამოიცავს. მასში აგრეთვე  საუბარია ამ პერიოდის საქართველოში პანდემიების მიმართ საზოგადოებრივი განწყობებისა და მიდგომების შესახებ, რაც ასახული იყო იმ დროინდელ გამოცემებში.


პრეზენტაციაზე აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ წიგნის ავტორი ანა ბაქანიძეშოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი  ჯაბა სამუშია, თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი  ზურაბ ვადაჭკორია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ლია ახალაძე და სხვა გამოჩენილი მედიკოსები.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ