დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ანსამბლი ,,შავნაბადა“ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 10.06.2021 17:12

20 ივნისს, 19.00 სთ-ზე, ჯანსუკახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში,ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში,  აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადა“ სოლო კონცერტს გამართავს!


ქართული სიმღერის პატრიარქად აღიარებული, ცნობილი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ კოვიდ-19 ის დიაგნოზით გარდაიცვალა, ანსამბლის წევრების პედაგოგი და  დიდი გულშემატკივარი იყო.  მისი სახელობის პირველ ფესტივალში მონაწილეობა ანსამბლი ,,შავნაბადასთვის“ უმნიშვნელოვანესია. 20 ივნისის საღამო ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლის შესახებ ისტორიების  გახსენებას მიეძღვნება. ამასთანავე ,,შავნაბადა“ სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეულ რეპერტუარს შეასრულებს.


ანსამბლი “შავნაბადა” 2005 წელს დაარსდა, ხელმძღვანელი დათო ცინცაძე. ამ დროისთვის  ანსამბლი არის აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო სტატუსით და საქმიანობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე. გამოცემული აქვს 11 აუდიო ალბომი და ჩატარებული აქვს მრავალი კონცერტი, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ.

 


ფესტივალის პირველი მხარდამჭერია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.


კონცერტის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ოლაინ ელექტრონულ პორტალზე.  

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ