დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

თბილისი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის პოლიციელის გიორგი ახვერდაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა 11.12.2019 23:35

გარდაცვლილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონულ განყოფილებაში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ახვერდაშვილის ავტომობილს საპირისპიროდ მოძრავი მანქანა შეეჯახა, რომლის მძღოლიც საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, პოლიციის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ