დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გენერალურ პროკურატურასთან „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი დააკავეს 18.01.2020 13:16

გენერალურ პროკურატურასთან „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კუპრავა და კიდევ ერთი პირი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. მათივე ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

ზვიად კუპრავა თანამოაზრეებთან ერთად პროკურატურასთან აქციას მართავდა და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებდა. მან პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.


„ბოტასები თავიდან ბოლომდე ასოცირდება პროკურატურასთან, მის რეჟიმთან, ფარცხალაძესთან, შოთაძესთან. რაც მთავარია, ერთი ადამიანის თანხმობით არ შეიძლება დაბრუნდეს და დაინიშნოს ფარცხალაძე. შოთაძის დაბრუნება არის სულში ჩაფურთხება ყველა იმ ადამიანის, იმ ათი ათასი ადამიანის, ვინც იდგა ორი წლის წინ რუსთაველზე. არ დავუშვებთ შოთაძის უკან მობრუნებას”, - განაცხადა კუპრავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ