დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარუდგინეს 18.01.2020 16:38

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარუდგინეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს. ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე გუშინ დააკავეს. ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულიხმობს ხულიგნობას, რომელიც გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ჩადენილია ძალადობის მუქარით.

 

ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა ასევე სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და მუქარას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანების მიმართ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვახტანგ რობაქიძეს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ