დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

გენერალურ პროკურატურასთან დაკავებულ ზვიად კუპრავას და ლაშა ცუცქირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 600-600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა 18.01.2020 19:04

გენერალურ პროკურატურასთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მხოლოდ 166-ე მუხლის დარღვევისთვის სცნო დამნაშავედ, რომელიც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს და ადმინისტრაციული სახდელის სახით 600-600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა თანამოაზრეებთან ერთად პროკურატურასთან აქციას მართავდა და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებდა. მან პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ