დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია 10.03.2020 16:32

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია.

 

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად მიიღო. მან საბჭოს წევრთა 12 ხმა მიიღო.

 

საბჭო მის მიერ დასახელებულ კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის. დეპუტატთა სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, კანდიდატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 10 წლის ვადით დაინიშნება.

 

შეგახსენებთ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად გვენეტაძემ ჯანმრთლეობის მდგომარეობა და გერმანიაში მკურნალობის გაგრძელება დაასახელა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ