დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

შსს გუკა რჩულიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს 13.03.2020 00:48

შსს გუკა რჩულიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.რ. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

"გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცავებმა მისი ცოლის - ლ. კ. - ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოსცეს. ბრალდებულის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე, მიმდინარე წლის 12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურორის შუამდგომლობის შესაბამისად, გ.რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. თავად ბრალდებული აღნიშნულ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, შესაბამისად, პროკურორის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გ.რ.-ს მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ. სასამართლოს მიერ აღნიშნული დადგენილების მიღებიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველებმა გ.რ. თბილისში დააკავეს.

 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს",-ნათქვმია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ