დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობისა და 7 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის მსჯავრდებულ შ.ა.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 13.03.2020 21:36

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობისა და 7 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის მსჯავრდებულ შ.ა.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს:

 

„საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და მსჯავრდებული შ.ა. ბორჯომში პოლიციელ გ.ბ-ს სიცოცხლის მოსპობისა და პოლიციელ გ.მ-ს სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე (სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 19, 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილი), ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ( 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი), ქ.თბილისში, პოლიციელ ბ.მ-ს სიცოცხლის მოსპობისა და პოლიციელების ვ.გ-ს და ვ.გ-ს სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე, (3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19, 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით), 2015 წლის 5 აპრილს, ქ.თბილისში პოლიციელების ლ.გ-ს, მ.ს-ს, შ.ჯ-ს და ლ.ჩ-ს სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე (19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით), პისტოლეტის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შ.ა.-მ 2015 წლის 23 იანვარს ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლებს გ.ბ-მ და გ.მ-მ , რომლებმაც ის შემოწმების მიზნით შეაჩერეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც უკანონოდ შეიძინა და ატარებდა, სასიკვდილოდ დაჭრა გ.ბ. , ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა გ.მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2015 წლის 4 აპრილს, ძებნილმა შ.ა.-მ ისანი-სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლების - ვ.გ-ს, ვ.გ-ს და ბ.მ-ს მიმართულებით, რომლებმაც იგი შემოწმების მიზნით შეაჩერეს ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბ.მ. გარდაიცვალა, ხოლო ვ.გ-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.

 

2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, შ.ა-ს ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, იგი შემჩნეულ იქნა ქ.თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების - ლ.გ-ს, მ.ს-ს, ლ.ჩ-ს და შ.ჯ-ს მიმართულებით და კვლავ შეძლო მიმალვა. 2015 წლის 10 აპრილს, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად შ.ა. სამართალდამცველებმა ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. დაკავებისას ამოღებულ იქნა ,,გლოკი“-ს და ,,ПБ 6П9“-ს სისტემის პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და რგდ-5 ტიპის ხელყუმბარა.

 

სააპელაციო სასამართლომ შ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ