დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 13 ადამიანი გადაიყვანა 16.03.2020 15:45

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კვლავ აქტიურად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

 

ყველა მოქალაქე, რომელმაც შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარის, გურიის, მცხეთა მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით არის გადაყვანილი.

 

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 55 ადამიანია გადაყვანილი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ