დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„ნინო ქადაგიძის არჩევა შეიძლება შეფასდეს, როგორც ისტორიული, ასევე სასამართლო სისტემის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი“ 17.03.2020 20:41

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნინო ქადაგიძის არჩევა შეიძლება შეფასდეს, როგორც ისტორიული, ასევე სასამართლო სისტემის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა დღეს ნინო ქადაგიძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. "მე უდიდეს წარმატებას ვუსურვებ ნინო ქადაგიძეს, რადგან მჯერა, მისი საქმიანობა პირველი მოსამართლის რანგში, სასამართლოს განვითარებას შეუწყობს ხელს და მიმართული იქნება სისტემის სრულყოფისკენ", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 2020 წლის 11 მარტს წარუდგინა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ