დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს 18.03.2020 11:45

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე,  შვიდი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ აჭარის რეგიონში მოქმედ რამდენიმე კომპანიას გააჩნდა აღურიცხავი საწვავი, რომლის წარმოშობის წყაროს დაფარვისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის მიზნით, ბრალდებულებმა, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, გააყალბეს ნავთობპროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლითაც ერთმანეთს შორის, თითქოსდა განახორციელეს საწვავის მიწოდებები.


აღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების დამზადების გზით,  კანონიერი სახე მიეცა და სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა აღურიცხავი/დაუსაბუთებელი ქონება - ნავთობპროდუქტის სახით, რითაც, ხსენებულმა კომპანიებმა და დანაშაულებრივი ორგანიზებული  ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა,  მიიღეს 1 872 349 ლარის,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით  უკანონო შემოსავალი. ამავე დროს, აღნიშნული ოპერაციებით, დამატებითი ღირებულების გადასახადში შეიქმნეს უსაფუძვლო - ყალბი აქტივი, 285 000 ლარის ოდენობით.


დაკავების შემდეგ, ერთ - ერთმა ბრალდებულმა ბიუჯეტში შეიტანა მიყენებული ზიანის ნაწილი - 155 000 ლარის ოდენობით.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, 185-ე და 194-ე მუხლების მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  9-დან 12 წლამდე ვადით.

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ