დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"არა კორონაცებს!" - გიორგი ცუცქურუძე 27.03.2020 14:14

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"არა კორონაცებს!


არსად ოპოზიცია ისე სამარცხვინოდ და რაც მთავარია, არასახელმწიფოებრივად არ იქცევა, როგორც სამწუხაროდ საქართველოში. არანაირი სოლიდარობის გამოხატულება ამ კრიზისულ და არაორდინალურ პერიოდში საკუთარი მოსახლეობის და თუნდაც მათივე მხარდამჭერი ელექტორატის წინაშე. ოპოზიციაში, ბუნებრივია, ნაციონალურ მოძრაობას ვგულისხმობ, თავისივე ანასხლეტებით, მათ შორის წინასაარჩევნოდ ახალგამოჩეკილი ახალგაზრდული თუ არასამთავრობო ფლანგის სახით. ისე, არაფერი ამაში გასაკვირი არ არის, მათი მართველობის პერიოდი პირველ რიგში სწორედ ნულოვანი სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკა იყო. როდესაც "წარმატებულ რეფორმებზე" აქვთ აქცენტები გადატანილი, მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით სიღარიბის გაუარესების ყველაზე ხანგძლივი პერიოდი საქართველოში სწორედ 2004-2011 წლებში იყო, ანუ 2011 წლის სიღარიბის დონე 2004 წლის მაჩვენებელზეც კი უარესია. მაგალითისათვის, უკიდურესი სიღარიბის დონე, როცა დღიური სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე 1.9$(PPP)-ზე ნაკლებია, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ეს ინდიკატორიც ასევე გაუარესებულია 2004 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში. 2004 წელს უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი თუ 10.14% იყო, 2011 წელს გაიზარდა და 11. 28 % შეადგინა. შედარებისათვის ავღნიშნავ, რომ ეს მაჩვენებელი 2017 წლისათვის 2 ჯერ და მეტადაც არის შემცირებული და 5.2 % შეადგენდა, სწორედ სიღარიბის ზღვარს მყოფი მოსახლეობის ბოლო წლებში გაზრდილი სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერის შედეგად.


დღეს მთავრობის სტრატეგიაც ეკონომიკის სტიმულირების გეგმასთან ერთად, პირველ რიგში, ადამიანების დაცულობის და სოციალური მხარდაჭერის სტრატეგიაზე არის ორიენტირებული.


ის რაც ზუგდიდში ვიხილეთ, მთლიანად არის ამოვარდნილი როგორც სოციალური ისე პოლიტიკური კონტექსტიდან, რეალურად კი ე.წ დაბოქლომების აქციებისა არ იყოს, ეს იყო მორიგი სამარცხვინო პერფომანსი, როდესაც რამდენიმე ათეული პირბადის დარიგების მოტივით, ოფიციალურად გამოცხადებულ საგანგებო სიტუაციაში, უსაფრთხოების ყველა ნორმის დარღვევით, ადამიანებს მოტყუებით კრებ და პოლიტიკური პიარისათვის იყენებ. კიდევ უარესია,
როდესაც მერე, ამ ყველა ზღვარ გადასულ წარმოდგენას, მარტოხელა მოხუცებულთა პროდუქტით უზრუნველყოფის საქველმოქმედო პროექტს ადარებ, რომელიც თბილისის მერიის მიერ, წითელი ჯვრის აქტიური ჩართულობით ხორციელდება, სადაც თითოეული პირს, რომელიც მოხუცებულთათვის საკვების დაფასოებაში, დასაწყობებაში, თუ დარიგებაშია ჩართული გარდა იმისა, რომ გავლილი აქვს წითელი ჯვრის სპეც.კურსები, აღჭურვილია სპეციალური დამცავი აქსესუარით, პირბადით თუ ხელთათმანებით და მკაცრად იცავს უსაფრთხოების ნორმებს.


ესაა სულ მათი ფანტაზია და მიშას კოროდრაივი, ამას ისედაც მიჩვეული ვართ და არც მიაქცევდა ადამიანი ზედმეტ ყურადღებას, თავისი ფორმით ასე სახიფათო რომ არ იყოს, ამ მეტად ვერაგი ვირუსის გავრცელების ამ პიკურ პერიოდში.

დარჩი სახლში" - წერს ცუცქირიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ