დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

თერჯოლაში ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებულ მამაკაცს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა 17.05.2020 15:22

თერჯოლაში ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებულ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. 36 წლის მამაკაცი გერმანიიდან 9 მაისს ჩამოფრინდა. ის თბილისში, კარანტინში იმყოფებოდა, ფსიქიკური პრობლემების გამო, კი თერჯოლის კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკა "იმერმედის" დირექტორის დავით სარიშვილოს თქმით, მამაკაცს კორონავირუსზე აუღეს ანალიზი, უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, კი პალატაში გადაიყვანეს, სადაც მისი შემოწმება მოხდა. მისივე ინფორმაციით, მამაკაცს 38 აბი სუბოტექსი და მარიხუანა აღმოაჩნდა, გამოიძახეს პოლიცია და ახალგაზრდა მამაკაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დირექტორის თქმით, როგორც მან სამართალდამცველებს განუცხადა, სარგებლობს ჩანაცვლებითი თერაპიის სპეცპროგრამით და მედიკამენტები სამკურნალოდ სჭირდებოდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ