ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუა ამაღლებაში მკვლელობა მიხდა. არსებული ინფორმაციით, 49 წლის მამამ 29 წლის შვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge