22:05 22.05.2020
„დავით კეკუა ძმებმა რურუებმა დააჭერინეს - როგორც ამბობდნენ, პატიმარი პირადად გაგუდა საკანში ნიკა რურუამ“

ირაკლი ზაქარეიშვილის პოსტი:

 

იცით თუ რა, რომ: 2002 წელს, ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დავით კეკუას მუშაობის დროს, ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა ესპანეთში დააკავეს და ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ძებნილი იყო - საქართველოს გადმოსცეს. ამის შემდეგ ძმები რურუები დავით კეკუას გადაემტერნენ და შურისძიებით ემუქრებოდნენ. როგორც მაშინ "პოლიტიკოსი" კახა კუკავა აცხადებდა, ჟორიკა რურუა ზურაბ ჟვანიას დახმარებით პატიმრობიდან მალევე გაათავისუფლეს. ერთ დროს, საქართველოს მიერ საერთაშორისო ძებნაში მყოფი გიორგი რურუა აშშ-შიც იმალებოდა, საიდანაც გამოაძევეს. გავრცელებული ინფორმაციით - მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დავით კეკუა ძმებმა რურუებმა დააჭერინეს!.. როგორც ამბობდნენ, პატიმარი პირადად გაგუდა საკანში ნიკა რურუამ. მიუხედავად იმისა, რომ დავით კეკუას საკნის ვიდეომეთვალყურეობა 24 საათის განმავლობაში ხორციელდებოდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესცენტრმა გამოაცხადა, რომ "პატიმრის თვითმკვლელობის მომენტისათვის ვიდეოთვალი გაფუჭებული იყო."

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე დავით კეკუა 2007 წლის 2 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით დააკავეს. დავით კეკუას ოჯახმა პატიმრის გარდაცვალებაში პარლამენტის წევრი, ნიკა რურუა დაადანაშაულა. ამჟამად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონი შეძენა-შენახვა-ტარებისათვის ბრალდებულ გიორგი რურუას, გირგვლიანების ოჯახის ყოფილი ადვოკატი შალვა შავგულიძე იცავს. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge