დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა 23.05.2020 18:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა. 

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძალვის ფაქტზე, მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - მ.დ. დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს”, - აცხადებენ უწყებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ