დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ახალი დეტალები გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესათან დაკავშირებით 27.06.2020 12:42

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ პოლიციელი, რომელმაც შესაძლოა, არასრულწლოვანზე იძალადა, ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყოს.

 

როგორც გელხაურმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს წაუყენებენ, არასრულწლოვნის მამა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე მივა.

 

"ბრალის დადგენილების ჩაბარების შემდეგ, მე და არასრულწლოვნის მამა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამიკითხვაზე მივდივართ, ჩვენება უნდა მივცეთ. გუშინ, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას აბსოლუტურად ყველა მაედინტიფიცირებელი ჩვენება მიაწოდა, კერძოდ, რა ეცვა აღნიშნულ პირს, რა ნივთები ჰქონდა, როგორ გამოიყურებოდა და ა.შ. პოლიციის განყოფილებებში შიდა კამერები განთავსებულია, ის რომ არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით, 15-16 საათი იმყოფებოდა, ეს უკვე ცალსახად კანონდარღვევაა. გამოძიებას მარტივად შეუძლია კამერების ჩანაწერის ამოღება, დათვალიერება და გამოჩნდება, სიმართლეს ამბობს თუ არა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი. როგორც ის აღნიშნავს, იმ პირს ცალკეული პოლიციელები მოწიწებით მიმართავდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პოლიციაში სავარაუდოდ, ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო", - აცხადებს გელხაური.

 

ცნობისთვის, დაკავებული არასრულწლოვანი აცხადებს, რომ მასზე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში ერთ-ერთმა პოლოცილმა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მასზე ფიზიკურად იძალადა. კერძოდ კი, ჯერ კეფაში, შემდეგ კი, ზურგში მუშტი ჩაარტყა. აღნიშნულ ფაქტს არასრულწლოვნის მამაც შეესწრო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება გუშინვე, ორი მუხლით - სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნტქით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და და 335-ე მუხლით ( განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) დაიწყო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ