დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი დააკავეს 14.07.2020 22:44

დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალია დაკავებული. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 112-ე მუხლით, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალმა დაქირავებულ ბინაში იმშობიარა, შემდეგ ბავშვის მამას ტელეფონით დაუკავშირდა და გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი დაკრძალვის მიზნით გადასცა. ახალშობილის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. უნდა დადგინდეს, გარდაიცვალა თუ არა ახალშობილი მშობიარობის შემდეგ. ბრალდებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიკოსები მედიასთან არ საუბრობენ.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ