დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

„თქვენ ის სასამართლო ხართ, რომელსაც წინასწარ გამოტანილი ვერდიქტის დამტკიცება გევალებათ - მეტი სათქმელი არაფერი მაქვს“ 29.07.2020 20:54

თქვენ ის სასამართლო ხართ, რომელსაც წინასწარ გამოტანილი ვერდიქტის დამტკიცება გევალებათ, მეტი სათქმელი არაფერი მაქვს , - ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთმა მეწილემ გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვაში განაცხადა. რურუას განმარტებით, ის პოლიტიკური დევნის მაგალითია და მისი საქმე საბჭოთა პროპაგანდის გაგებით გააყალბეს.

 

"სამწუხაროდ, მეც და სხვა ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ოლიგარქის წინააღმდეგ გამოვდივართ, პოლიტიკური დევნის მაგალითი ვართ. ჩემ წინააღმდეგ გააყალბეს მტკიცებულებები საბჭოთა პროპაგანდის კლასიკური გაგებით, საბჭოთა პრესის ოფიცრების ხელით, რამიშვილს და მის სამეგობროს ვგულისხმობ. ჩემი წინასწარ დამნაშავედ გამოცხადება, რომელიც ოლიგარქიული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიდან ვრცელდება, ჩვენს კონსტიტუციას არღვევს და ეწინააღმდეგება მას. ზუსტად ეს არის პოლიტიკური დევნა ოლიგარქის მხრიდან, მიზეზი, თუ რატომ მოვხვდი ხელისუფლების მიზანში, არის "მთავარი არხის" - დამოუკიდებელი ტელევიზიის აქტივის შეძენა, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდაჭერა, ასევე მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება დღევანდელი მთავრობის მიმართ...

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ და ჩემ წინააღმდეგ წამოყენებული ყველა ბრალდება აბსურდულია. ჩემ გამოსვლას დავამთავრებ სიტყვებით, "არაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ, არ ძალუძს ჩემი დამცირება, ჩემი დამცირება მხოლოდ მე შემიძლია". თქვენ ის სასამართლო ხართ, რომელსაც წინასწარ გამოტანილი ვერდიქტის დამტკიცება გევალებათ, მეტი სათქმელი არაფერი მაქვს", - განაცხადა რურუამ. მან საბოლოო სიტყვაში ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს მადლობა გადაუხადა. გიორგი რურუას საქმეზე სასამართლო განაჩენს ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ