დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს 29.07.2020 21:15

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაითვალისწინა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნა და საქმის გამოძიება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტიდან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. თამარ ბაჩალიაშვილის მამა ითხოვდა, მისი შვილის გარდაცვალების საქმე ქვემო ქართლის პოლიციას აღარ გამოეძიებინა და ის შსს-ს გადასცემოდა გამოსაძიებლად.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ