დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია 02.08.2020 18:31

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია. ცოტა ხნის წინ, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.“, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ