დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ ეტაპამდე ობიექტურად არ მომეცა შესაძლებლობა, მას გავსაუბრებოდი“ 02.08.2020 23:20

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის ადვოკატის, გიორგი ანთაძის თქმით, თოფაძე ჯერ დაზარალებულად არ არის ცნობილი, შესაბამისად საქმის მასალებს არ იცნობს.

 

„რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, ამ ეტაპისთვის ჯერ დაზარალებულებად არ ვართ ცნობილი. შესაბამისად, საქმის მასალებზე წვდომა არ გვაქვს. ასევე, ფიზიკურად ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ ეტაპამდე ობიექტურად არ მომეცა შესაძლებლობა, რომ მას გავსაუბრებოდი. შესაბამისად, მოტივზე და მიზეზებზე ამ მომენტისთვის ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა გიორგი ანთაძემ. ადვოკატის ინფორმაციით, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. გიორგი ანთაძის განმარტებით, ვინაიდან თოფაძე დაზარალებულად ჯერ არ არის ცნობილი, მისი ინტერესების დამცველს საქმის მასალების დაუყოვნებლივ გადაცემის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.

 

„ამ ეტაპისთვის შეუძლებელია რაიმე შეკითხვის დასმა ლევანისთვის. საკმაოდ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, სჭირდება დასვენება. რა თქმა უნდა, საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დასაკითხია არაერთი პირი. პირი დაკავებულია, თუმცა ბრალი ოფიციალურად წარედგინა თუ არა, არ ვიცი. გამოძიება დაწყებულია 117-ე მუხლით, თუმცა შემდგომ დამოკიდებულია სავარაუდოდ იმაზე, ექსპერტიზა რა სახის მოვა, ჯანმრთელობის რა ხარისხის დაზიანება მიიღო. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ჟვანიას დაზიანებები აქვს. ეს ჭრილობაა თუ სხვა სახის დაზიანება, ვერ გიპასუხებთ“, – განაცხადა ლევან თოფაძის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ