დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

შსს-ს ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლები ეწვივნენ 16.09.2020 11:18

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი - მარია გამეს გამესი, ესპანეთის პოლიციის ატაშე თურქეთში - ანტონიო დობლასი და სამოქალაქო გვარდიის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსი - ხოსე ანტონიო მეიადო საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ.

 

 

სტუმრები დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკასა და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ, ასევე, დაათვალიერეს: დნმ ლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის სხვა და სხვა ლაბორატორიები.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ