დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა 27.10.2020 21:39

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს. „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 18:00 საათიდან ინფიცირებულებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა.

 

„დღევანდელი გადაწყვეტილებით ექვს საათზე შეუჩერდათ რეგისტრაციის ვადები იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან კოვიდინფიცირებული ან არიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, 100 000-მდე მოქალაქე დაკარგავს ხმის მიცემის უფლებას. ჩვენ ამას არ შევეგუებით, ამისთვის არ გვიბრძოლია 20 ივნისს. ცესკო-მ ყველასთვის უზრუნველყოს გადასატანი ყუთების მიტანა, რეგისტრაცია იყოს 30 ოქტომბრამდე. ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, ვიბრძოლებთ, რათა სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

ამასთან, დაპირისპირებამდე ცესკო-ს წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს შესთავაზა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტებთან შეხვედრა, რაზეც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი შეხვედრაზე მხოლოდ მედიის წარმომადგენლებან ერთად შევიდოდნენ.

 

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ