თავდამსხმელი, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიზნეს კაპიტალში" შეიჭრა და 9 მძევალი აიყვანა, ლევან ზურაბაშვილია. მან ცოტა ხნის წინ საკუთრ ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩართო და მაყურებლებს მოუწოდა, ტელევიზიებს ხმა მიაწვდინონ.
თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებს: გაუქმდეს აზარტული თამაშები, სესხის პროცენტის 7 პროცენტამდე დაწევა, წამლების ფასი შემცირდეს.
ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით, ყველა მაღაზია და კომერციული ობიექტი დაიხურა.
შიანაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიზნეს კაპიტალის" ოფისში შეიარაღებული მძარცველი და 9 მძევალია. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ ადგილზე პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ გააკეთა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge