დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„მე და ირმა ჭკადუა ვართ მისი ადვოკატები - ის ყუმბარა იყო სანთებელა, ყუმბარის ფორმის სანთებელა“ 21.11.2020 01:14

ადვოკატი გიორგი ჭოჭუა აცხადებს, რომ წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელ ლევან ზურაბაშვილს ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა. ამის შესახებ მან განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებასთან, სადაც დაკავებულის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ და ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

 

„ჯერჯერობით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. სხვა არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს. მას არ სურს საუბარი, ხვალ შევხვდებით ალბათ და დეტალურად გავისაუბრებთ. საქმის მასალები იქნება ხვალ. როგორც ვიცი, ყველა მძევალი კარგად არის, არავისზე ზეწოლა არ მოუხდენია. მოთხოვნებზე მითხრა, რომ მისი მოთხოვნები იყო, დაეწიათ საბანკო პროცენტები, გაუქმებულიყო აზარტული თამაშები და იყო მესამე მოთხოვნაც. მე და ირმა ჭკადუა ვართ მისი ადვოკატები. ის ყუმბარა იყო სანთებელა, ყუმბარის ფორმის სანთებელა, რომელიც შეიძინა. ეს სანთებელა რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა, იყო მხოლოდ და მხოლოდ სანთებელა“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

ამასთან, შეკითხვაზე, იყო თუ არა ლევან ზურაბაშვილი ფხიზელ მდგომარეობაში, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ის ფხიზელი იყო.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ