დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

აჭარაში, საარჩევნო უბნებზე ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერებიც არიან 21.11.2020 16:15

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, აჭარაში, საარჩევნო უბნებზე ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები შეინიშნებიან. კითხვაზე, რა ფორმით შეინიშნებიან ეს პირები უბნებზე, კენჭისყრაში იღებენ თუ არა მონაწილეობას, ჩიქოვანი პასუხობს, რომ „ამის შესახებ,როგორც შუალედური, ისე შემაჯამებელი კომენტარები დამატებით გაკეთდება".

 

„ბათუმში, ისევე როგორც ხელვაჩაურსა და მთიან აჭარაში მიმდინარეობს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. არჩევნები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ტარდება. მიუხედავად პანდემიისა და რთული მეტეოროლოგიური პირობებისა დასწრება არის ნორმალური. აღსანიშნავია ის, რომ მიუხედავად დეკლარირებული პროტესტისა, ოპოზიციის წარმომადგენლები ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, ისინი ფიქსირდებიან საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს და ამომრჩევლებს, არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ. რა თქმა უნდა, ყველა ეპიდემიოლოგიური ღონისძიება გატარებულია, იმისთვის, რომ არჩევნები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს", - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ