დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ბათუმის საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა მოძრაობა „ალტერნატივას“ რამდენიმე წევრი დააკავეს 21.11.2020 23:55

ბათუმის საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა მოძრაობა „ალტერნატივას“ რამდენიმე წევრი დააკავეს. აჭარის პოლიციის უფროსის კოტე ანანიაშვილის განცხადებით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. „მათ მიეცათ არაერთი გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ დისტანცია დაეცვათ და ისე გამოეხატათ თავიანთი პროტესტი, თუმცა პოლიციის ამ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და მოგვიხდა მათი დაკავება“, - განაცხადა კოტე ანანიაშვილმა. „მონებო, მონებო“- ამ შეძახილით არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივა" ბათუმში, საოლქო კომისიის შენობასთან აქციას მართავდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბა, რის გამოც პროტესტს გამოთქვამდნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ