დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„ფურცხვანიძის დაკავება ემსახურებოდა ერთ მიზანს - ჩემზე მომხდარიყო ზეწოლა, დაშინება“ 22.11.2020 16:14

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის დაკავება მასზე ზეწოლას და დაშინებას ემსახურებოდა. ამასთან, რამიშვილის თქმით, დანაშაულის არავითარი ნიშანი არ არსებობდა და ფურცხვანიძის დაკავების კიდევ ერთი მიზანი მისი (მიხეილ რამიშვილის) დისკრედიტაცია და ბაჩალიაშვილის საქმიდან ჩამოშორება იყო.

„მისი დაკავება ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, რომ ჩემზე მომხდარიყო გარკვეული ფორმით ზეწოლა, რომ ჩემი დაშინება. ჩემი ინფორმაციით, მასზე ჩემს გასაგონად ხორციელდებოდა გარკვეული ფორმით ვითომ ზეწოლა, რომ ჩემზე გაჟღერებულიყო, თითქოს მე ვიყავი აღნიშნული სურათების შეკვეთის მიმცემი, ორგანიზატორი და ვითომ როგორც ყველას კარგად გვახსოვს პროკურატურის განცხადება, რომ ეს ყველაფერი იყო სიყალბე, მიდიოდა გამოძიება და ყველა იმ პირზე, ვინც იყო ჩართული, მათ შორის ერთ-ერთი სუბიექტი ვიყავი, იქნებოდა აღძრული საქმე და ყველა მიეცემოდა პასუხისგებაში. მიზანი იყო ჩემი დაშინება და ის, რომ ამ საქმეს ჩამოვშორებოდი. მე თავიდანვე ვამბობდი, არანაირი ნიშანი არ იყო დანაშაულის, ეს იყო ჩემი დისკრედიტაციისთვის გაკეთებული“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

აქვე, რამიშვილი აღნიშნავს, რომ არ იცის, რის საფუძველზე გათავისუფლდა დავით ფურცხვანიძე. „რის საფუძველზე გაათავისუფლეს, არ ვიცი, რადგან პროკურატურა ამბობდა, რომ შეიძლება, ის მიმალულიყო გამოძიებას, როდის გამოუშვეს ან რის საფუძველზე, უცნობია. თუ ვიმსჯელებთ პროკურატურის ანალიზით, რომ ეს პერიოდი მე არ ვჩანდი, შეიძლება იფიქრეს, რომ ამან გარკვეულად იმოქმედა ჩემზე, ჩათვალეს, რომ აღარ ვაქტიურობდი, იფიქრეს, რომ შემეშინდა და ამან შედეგი გამოიღო. მაინც ვფიქრობ, ის, რაც გააკეთა პროკურატურამ მისი დაკავებით, იყო ერთ-ერთი ფორმა, რომ ჩემზე განხორციელებულიყო ზეწოლა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

შგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ