დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„სამინისტრო შეისწავლის, უკავშირდება თუ არა 19 წლის გოგონას გარდაცვალება იმას, რომ რომელიმე ეტაპზე, რამე სახის ჩარევა დაგვიანდა“ 01.12.2020 20:24

ყველა დეტალს, რომელიც ამ შემთხვევას უკავშირდება, სამინისტრო შეისწავლის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კოვიდინფიცირებული 19 წლის გოგოს გარდაცვალებაზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„სამინისტრო შეისწავლის, უკავშირდება თუ არა იმას, რომ რომელიმე ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევა დაგვიანდა. სამინისტროს პროტოკოლი თანმხლები დაავადებების შემთხვევაში, ითვალისწინებს ჰოსპიტალიზაციას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მისი მართვა მოხერხდეს კოვიდსასტუმროში იმ დაშვებით, რომ კლინიკური გამოკვლევები მას ჩაუტარდება კოვიდსასტუმროდანაც. რამდენადაც მე მესმის, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ ექიმის შეფასებით ჩაითვალა, მდგომარეობა იყო სტაბილური და საწყის ეტაპზე პაციენტს მიეცა რეკომენდაცია კოვიდსასტუმროში მკურნალობის“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

 

19 წლის პაციენტი გერმანულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა, სადაც აცხადებენ, რომ ინფიცირებულ კოვიდსასტუმროდან უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს. გოგონას თანმდევი დაავადება დიაბეტი ჰქონდა, რის გამოც ოჯახი მის ჰოსპიტალიზებას ინფექციის დადასტურებისთანავე ითხოვდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ