დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ხარაგაულში მომხდარი მკვლელობა გახსნილია 10.01.2021 12:28

იმერეთის პოლიციამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

 

1990 წელს დაბადებულმა პირმა 9 იანვარს, სოფელ ვარძიაში შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს - 1963 წელს დაბადებულ პირს ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

"სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი მიმდინარეობს...", - აცხადებენ შსს-ში.

 

დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ