შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარიმო ქვითრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, თუ სამართალდამრღვევისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარება ვერ მოხერხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, საჯარიმო ქვითარი საჯაროდ გამოქვეყნდება შსს-ს საჯარო ინფორმაციის ვებგვერდზე.
ხაზგასასმელია ისიც, რომ მსგავს შემთხვევებში, საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საჯარიმო ქვითრის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://police.ge/protocol/index.php
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი