დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო ერთი პირი დააკავეს 13.01.2021 00:34

შსს-მ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა თანასოფლელებს ქვით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს. მას ბრალი ძალადობაში ედება. გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს - 2003 დაბადებულ ნ.ი.-სა და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

ცნობისთვის, ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს შორის ინციდენტი მოხდა. დაპირისპირება ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ