დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს 13.01.2021 11:23

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს.



გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი მოქალაქეს, 65 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ზუგდიდის რაიონის სოფ. ერგეტაში  მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 5000 კვ.. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა.



ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, მოქალაქისგან აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 15 000 ამერიკული დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს,”- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



მათივე ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ