დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ვახტანგ გომელაური - მელია იქნება თუ სხვა, რა მნიშვნელობა აქვს? ყველა თანასწორი ვართ კანონთან 14.02.2021 15:17

მელია იქნება თუ სხვა იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა თანასწორი ვართ კანონთან , - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. როგორც მან მედიას განუცხადა, ნიკა მელიასთან მიმართებაში, რასაც კანონი დაავალებს, იმას შეასრულებენ.

 

„კანონიდან გამომდინარე როგორც საჭირო იქნება, ისე მოიქცევა ყველა უწყება, ეს იქნება შს სამინისტრო თუ პროკურატურა, სხვა უწყებები. მელია იქნება თუ სხვა იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა თანასწორი ვართ კანონთან, თვითონაცა ამას იძახის ბატონი მელია. რასაც კანონი დაგვავალებს, იმას შევასრულებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

ცნობისათვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო წყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის, მისი თქმით, „ვერც მურუსიძის სასამართლოთი დაიჭერენ და ვერც პარლამენტით.“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ