დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ქეთი ხოსიტაშვილი - არ გაგივა! არც გაბედო! ჟურნალისტების ცემა არ პრავდება! არ გაგიტარებთ ამ სიბილწეს! 16.02.2021 20:16

გუშინ გარკვეული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედია-ჰილდინგ "კვირას" გადამღებ ჯგუფს იმერეთში. ნაცემია ოპერატორი. ამ ფაქტზე მედიაჰოლდინგ "კვირას" მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს:


Nodar Chachanidze - დღემდე ვერ გავიგე, ნაცია თუ ლელო, ამჯერად რომელი პარტიის მეხოტბეა. ახლა პოლიციის შენობასთან მივიდა, სადაც მთელი ღამის განმავლობაში "კვირას" ნაცემი ოპერატორი სანდრო ვაშაკიძე და ჟურნალისტი ანუკა ლიპარიშვილი იკითხებოდნენ, მოიყვანა რომელიღაცა არხი და ცდილობს გუშინ ჭიათურაში მომხდარ შემთხვევას პოლიტიკური სარჩული მისცეს! აი, ასე დგას პოლიციის შენობასთან, იქ სადაც ჟურნალისტებს აგინეს და სცემეს და ახალ მავნებლობებს იგონებს! არ გაგივა! არც გაბედო! ჟურნალისტების ცემა არ პრავდება, არა! არ გაგიტარებთ ამ სიბილწეს!
გული მერევა თქვენს შერჩევით სამართალზე, ზოგიერთი ე,წ უფლებადამცველის დუმილზეც, სახალხო დამცველზე, რომელსაც ამ წუთამდე ერთი განცხადება არ გაუკეთებია! შემოგვითვალა, ცხელ ხაზზე დარეკეთო.... დილამდე მეც პოლიციის შენობასთან გავატარე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, დამნაშავეებს დააკავებენ და პასუხს აგებენ ეს ნაძირლები! ამ შემთხვევის შესახებ „კვირა“ აუცილებლად გააკეთებს დამატებით განმარტებებს, სადაც შემთხვევის დეტალებზე ვისაუბრებთ. აქვე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის - უამრავი ზარი შემომივიდა, მთელი ღამის განმავლობაში და არცერთი წუთით არ დამტოვეს მარტო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ