დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა მისი აცილების შესახებ 17.02.2021 21:10

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა, მისი აცილების შესახებ.

 

„სასამართლომ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის კოდექსით და განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლის პოზიცია არის ის რომ, ბრალდებები არის ყოვლად დაუსაბუთებელი, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც იქნებოდა აცილების საფუძველი. არ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა აცილებაზე. სასამართლო გადაწყვეტილებებს ახორციელებს კანონით დადგენილი წესით და შესაბამისად, არავის ზეგავლენის ქვეშ არ ექცევა“, – განაცხადა მოსამართლემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე მისმა ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ