დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ბატონ გოგის, რომელიც გულმტკივანი ადამიანია, სქესობრივი კავშირის დამყარების უნარი არ აქვს, პატრული რომ მოვიდა, ეძინა" - ადვოკატი 17.03.2021 20:42

პო­ლი­ტი­კო­სი გოგი წუ­ლა­ია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნაც­ნობ ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ წუ­ლა­ი­ამ თბი­ლის­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში, ნაც­ნობ ქალ­ზე - 1979 წელს და­ბა­დე­ბულ ასმათ დვალიშვილზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და. პო­ლი­ცი­ამ იგი უკვე გა­მო­კი­თხა. გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ მან მე­დი­ას­თან მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა. რო­გორც აღ­ნიშ­ნა, გოგი წუ­ლა­ი­ას­თან წლე­ბის მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს. "და­ლია, რა­ღაც ვერ მო­ზო­მა და მი­ვი­ღეთ ის შე­დე­გი, რაც მი­ვი­ღეთ. ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვარ. ვფიქ­რობ, ძა­ლა­დო­ბას და ჟი­ნის მოკ­ვლას ცდი­ლობ­და. ბა­ტონ გო­გი­საც მოხ­ვდა ჩემ­გან, ვუ­თხა­რი პო­ლი­ცი­ას გა­მო­ვი­ძა­ხებ-თქო და ამან შე­ა­კა­ვა. ამის მერე გა­მო­ვი­ქე­ცი" - აღ­ნიშ­ნა ასმათ დვალიშვილმა. წუ­ლა­ი­ას ინ­ტე­რე­სებს ად­ვო­კა­ტი ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნი იცავს. AMBEBI.GE გელ­ბა­ხი­ანს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კო­სის მხრი­დან ქალ­ბა­ტონ­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას არ ადას­ტუ­რებს.

 

- ბა­ტო­ნი გოგი წუ­ლა­ია ამ­ბობს, რომ არა­ნა­ირ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. მათ შო­რის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. რო­გორც ბა­ტონ­მა გო­გიმ მი­თხრა, ისი­ნი რა­ღაც სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შე­კა­მათ­დნენ, ამ კა­მათს მოჰ­ყვა კონ­ფლიქ­ტი, რის გა­მოც გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა და­რე­კა პატ­რულ­ში. პატ­რუ­ლი როცა მო­ვი­და, წუ­ლა­ი­ას ეძი­ნა, გა­აღ­ვი­ძეს და და­ა­კა­ვეს, ეს არის მთე­ლი ის­ტო­რია. ის ქალ­ბა­ტო­ნი შე­იძ­ლე­ბა ბევრ რა­მეს აღიქ­ვამ­დეს თა­ვი­სე­ბუ­რად, მაგ­რამ ეგრე არ არის.

 

- მე­გობ­რე­ბი თუ იყ­ვნენ, რაში უნდა დას­ჭირ­დე­ბო­და მსგავ­სი აღ­ქმე­ბი და წარ­მო­სახ­ვე­ბი? იქ­ნებ, ბა­ტონ გო­გის არ ახ­სოვს, რად­გან ქალ­ბა­ტო­ნი ამ­ბობს, ბევ­რი და­ლია და „გა­და­ე­კე­ტაო“. გარ­და ამი­სა, მი­სი­ვე თქმით, ქალ­ბა­ტონს სხე­ულ­ზე აქვს სი­ლურ­ჯე­ე­ბი და ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი...

- ის სი­ლურ­ჯე­ბე­ბი რომ აქვს, შე­იძ­ლე­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღოს, მაგ­რამ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას­თან იყო თუ არა ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია და სხვა საქ­მეა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ ბა­ტონ გო­გის 6 თვის წინ შუნ­ტი­რე­ბა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ მო­ძა­ლა­დეა და ძა­ლით უნ­დო­და სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა გულმტკი­ვან ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ამის უნა­რიც კი არ აქვს პო­ტენ­ცი­უ­რი, ცოტა ლო­გი­კას მოკ­ლე­ბუ­ლია და და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი. ბა­ტონ გო­გის ქალ­ბა­ტო­ნი არც უცე­მია, არ ვიცი, სი­ლურ­ჯე­ე­ბი სა­ი­დან აქვს, შე­იძ­ლე­ბა წა­იქ­ცა..

 

 

ambebi.ge

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ