დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

სასტუმრო "ვინოტელი", სადაც ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფება, 10 ათასი ლარით დაჯარიმდა 31.03.2021 23:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი სერგი ბზიშვილის ინფორმაციით, ობიექტი, სადაც ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფება, 10 ათასი ლარით დაჯარიმდა. “ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარით, რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ სასტუმრო “რუმსიდან” აღნიშნულ სასტუმრომდე, ისინიც იქნებიან დაჯარიმებული”,- განაცხადა მან.

 

სასტუმრო "ვინოტელი" შრომის ინსპექციამ დააჯარიმა. „შრომის ინსპექციისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ. მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება. შრომის ინსპექციამ გამოავლინა 322-ე დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელება. გამოიკვეთა სამართალდამრღვევი იურიდიული პირი და ობიექტის მიმართ გამოყენებულ იქნება შესაბამისი სანქცია, 10 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ობიექტს მიეცა მკაცრი გაფრთხილება ღონისძიების დაშლასთან დაკავშირებით. თუ გამოვლინდება განმეორებით აღნიშნული ქმედების განხორციელება, ბუნებრივია, იქნება შესაბამისი რეაგირება და აღნიშნული მასალები გადაეცემა შსს-ს“, – განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.

 

შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. მისი განცხადებით, ის ქვეყანაში დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფება. აღნიშნულს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, ისინი ითხოვენ, პოზნერმა საქართველო დატოვოს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ