დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რუსთავში საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი მღებრიშვილი საკუთარ ეზოში დაჭრეს 04.04.2021 17:26

რუსთავში საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი მღებრიშვილი საკუთარ ეზოში დაჭრეს. მას ჭრილობა ბასრი საგნით ფეხის არეში აქვს მიყენებული.

მღებრიშვილს ამ წუთებში კლინიკა „რუსთავში“ ოპერაცია უტარდება. როგორც ექიმმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ