დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ავტომანქანაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს 07.04.2021 21:50

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც საქართველოს პირველ არხს თვითმხილველმა განუცხადა, ქალი მანქანაში ცუდად გახდა და გადმოსვლისას გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ