დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს 12.04.2021 20:58

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს. სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ადეიშვილს მოქალაქეობის შეწყვეტაზე განცხადება შეტანილი აქვს.

„მიმდინარეობს საქმის განხილვა, კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში საქმის განხილვის დასრულება უწევს მაისში“, - აცხადებენ სააგენტოში.

 

 

ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. სხვადასხვა წლებში ის საქართველოს იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი იყო. ადეიშვილი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში არის მსჯავრდებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ