დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

რა იქნება ნიკა მელიას გათავისუფლების სავარაუდო თარიღი? - რას პასუხობს მიხეილ სარჯველაძე 30.04.2021 00:22

როდის დამტკიცდება კანონი ამნისტიის შესახებ და რა იქნება ნიკა მელიას გათავისუფლების სავარაუდო თარიღი, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"ამნისტია დამტკიცდება რამდენიმე კვირაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ამას სჭირდება 3 ციკლის გავლა, პირველი, მეორე და მესამე მოსმენა. ამ შემთხვევაში რამდენიმე კვირაში იგულისხმება 6 კვირა. მოქმედი კანონმდებლობით და რეგლამენტით გაწერილი პროცედურით, ერთსა და იმავე კვირაში არ შეიძლება სასესიო და საკომიტეტო განხილვა.

ამიტომ არის იმ შეთანხმებაში გირაოზეც საუბარი, თორემ ამნისტია შეთანხმდა ისედაც და ასედაც და აქ გადაწყვეტილება მიღებულია, უბრალოდ ეს 6 კვირა ლოდინის ვადა, ვინმეს პრობლემად რომ არ შექმნოდა აქედან გამომდინარეა გირაო შემოთავაზებული," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ