შინაგან საქმეთა სამინიტრომ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება ძალადობის ფაქტზეა დაწყებული. „დავით გარეჯში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო“,- აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები რომლებიც, დავით-გარეჯში „მთავრი არხის“ გადამღებ ჯგუფისა და მას თავს დაესხნენ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. როგორც მელაშვილმა „პალაიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, საქმეში "აშკარად ეტყობოდა ვიღაცის ორკესტრირებული ხელი".
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge