დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა 09.05.2021 14:18

საქართველოს პროკურატურამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეის ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. რომელ საათზე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი ჯერჯერობით უცნობია.

 

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა გუშინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასცა.

 

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ