თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს, დაჭრილია სამი პირი. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. სავარაუდოდ, მკვლელობას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ამასთან, შსს-ს ცნობით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით საქმეზე ერთი პირია დაკავებული. ამ ნაწილში გამოძიება 336-ე მუხლით დაიწყო.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge